იყო ჯანმრთელი ძალიან ადვილია

• იონური და კოლოიდური ვერცხლის მედიცინაში გამოყენების ინსტრუქცია.

უძლურებისა  და  სენისაგან, მწუხარებისა და  ავადმყოფობისაგან, ყველა  ბოროტებისაგან...

ჯერ კიდევ  უხსოვარი  დროიდან  ადამიანები  ეპიდემიებთან  საბრძოლველად იყენებდნენ  ვერცხლის  კოლოიდს; ის  უნარჩუნებდა  სიცოცხლეს  დაჭრილებსა  და  ავადმყოფებს. თანამედროვე  კვლევებმა  ცხადყო, რომ  კოლოიდური  ვერცხლის  იონებს  გააჩნიათ  არა  მარტო  ძლიერი  ანტიბაქტერიული  და  ანტივირუსული  თვისებები, არამედ  აძლიერებენ იმუნიტეტს. ვერცხლის  კოლოიდი – ძლიერი  ანტიბიოტიკია, რომელიც  არ  იწვევს  გვერდით  მოვლენებს  და  მიჩვევას  თუნდაც  ხანგრძლივი  გამოყენების  შემთხვევაში. ვერცხლის  კოლოიდი  შეუცვლელია  გრიპის, მწვავე  რესპირატორული  დაავადებების, სტომატიტების, ქრ. გასტრიტის, კოლიტის, წყლულოვანი  დაავადებების, თერმული  დამწვრობის, დერმატოზების, კანის  ჩირქოვანი  დაავადებების  მკურნალობისა  და  პროფილაქტიკისათვის.

• ვერცხლის კოლოიდი და მისი ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმზე.

ვერცხლის კოლოიდი და მისი ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმზე.
ამჟამად ვერცხლს განიხილავენ არა უბრალოდ როგორც მეტალს,რომელიც კლავს მიკრობებს, არამედ როგორც მიკროელემენტს, რომელიც ცხოველთა და მცენარეთა ქსოვილების სავალდებულო და მუდმივი შემადგენელი ნაწილია. ორგანიზმში მიკროელემენტების–მეტალების მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია მათ მონაწილეობასთან ზოგიერთი ფერმენტის, ვიტამინის და ჰორმონის სინთეზში ა.ი.ვაინერის მონაცემებით ადამიანის სადღეღამისო რაციონი უნდა შეიცავდეს 88 მკგ. ვერცხლის იონებს.

• კოლოიდური ვერცხლის იონების ზემოქმედება მიკრობის უჯრედზე.

კოლოიდური ვერცხლის იონების ვერცხლის წყლის ზემოქმედება მიკრობის უჯრედზე.
მიკრობის უჯრედზე ვერცხლის ზემოქმედების მექანიზმის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელია შვეიცარიელი ბოტანიკოსი კარლ ნეგელი, რომელმაც  XIX ს–ის 80–იან წლებში დაადგინა, რომ მიკროორგანიზმების სიკვდილს იწვევს არა თვით მეტალის, არამედ მისი იონების ზემოქმედება. ამ მოვლენას მან უწოდა ოლიგოდინამია (ბერძნ. ,,ოლიგოს“–მცირე, კვალი, ,,დინამოს“–მოქმედება, ანუ კვალის მოქმედება).

• კოლოიდური ვერცხლის სამკურნალო თვისებების შესწავლა.

ვერცხლის სამკურნალო თვისებების შესწავლა დაიწყო  XIX ს–ის  მეორე ნახევარში, მას მერე, რაც 70–იან წლებში გერმანელმა გინეკოლოგმა კარლ კრედემ აღმოაჩინა აზოტმჟავა ვერცხლის 1%–იანი ხსნარის უძლიერესი  ანტიგონობლენორეული ეფექტი. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა აღმოეფხვრათ გერმანიის სამშობიარო სახლებში  ახალშობილთა თვალის ჩირქოვან–გონორეული ანთების შემთხვევები. ფაქტობრივად, ამ მომენტიდან იწყება ახალი ეპოქა საშიში ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკის შესწავლაში.

• პათოგენურ მიკროორგანიზმზე ვერცხლის იონთა ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმის შესახებ.

ბიოაქტიური კომპლექსნაერთები ახალ ტექნოლოგიებში.
თენგიზ წივწივაძე, ნოდარ ჩიგოგიძე, რეზო სხილაძე, რეზო კლდიაშვილი, გია სულაქველიძე. მიმოხლივითი ხასიათის სამეცნიერო ნაშრომი მოიცავს ნანოვერცხლშემცველი წყლისა და მისი კონცენტრატების ფიზიკურ-ქიმიურ და ფიზიოლოგიურ ქმედებებს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. ნაჩვენებია ელექტროლიტური ვერცხლის ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი სასმელი, მინერალური წყლების და საკვები პროდუქტების გაუსნებოვნებისას და სამკურნალო-პროფილაქტიკურ პრაქტიკაში.


 


Опубликовать в FacebookОпубликовать в ОдноклассникиОпубликовать в LiveJournalОпубликовать в TwitterОпубликовать ВконтактеОпубликовать в Мой Мир


შემოგვიერთდით

 

ინტერნეტ-საიტი ატარებს განსაკუთრებულ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ოფერტს

აქ წარმოდგენილი პრეპარატის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მწარმოებელს ან თქვენს მკურნალ ექიმს

საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას თვითმკურნალობის შედეგებზე

 

info@watercure.ge
Copyright (c) 2011. Применение активированной воды в медицине