www.watercure.ge214-10-10

ბიმეტალური აპლიკატორი - ფიტა, ფიზიოთერაპიისათვის.

სპილენძ-ვერცხლის ბიმეტალური აპლიკატორი გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის: ფრონტიტი, ჰაიმორიტი, რინიტი, ტონზილიტი, ნევრალგია. აპლიკატორი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი საშუალება ტრადიციულ თერაპიასთან ერთად.

აპლიკატორი წარმოადგენს, ელექტროდიფუზურ თერმოდინამიურ წყვილს. კანის სეკრეტთან კონტაქტისას, აპლიკატორი გამოყოფს დადებითად დამუხტულ იონებს (კათიონებს) რომელთაც გააჩნიათ ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმურილებელი თვისებები, აღენიშნებათ სამკურნალო მოქმედება. სასურველია, გამოყენებამდე აპლიკატორი გაიწმინდოს სპირტით, ან 1-2 წუთით მოთავსდეს მდუღარე წყალში.

გამოყენების წინ, რეკომენდირებულია კანის ალერგიაზე სინჯის ჩატარება. ამისათვის საჭიროა აპლიკატორის ლეიკოპლასტერით დამაგრება წინამხრის შიდა ზედაპირზე, იდაყვის მოხრის ადგილას. 1 საათით. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის არეში აღინიშნა გამოკვეთილი წითელი ლაქა, აპლიკატორი გამოსაყენებლად უვარგისია. თუ ლაქა არ გამოიკვეთა, ან მცირედ გამომჟღავნდა აპლიკატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას დანიშნულებისამებრ. ამ მიზნით აპლიკატორს ამაგრებენ ლეიკოპლასტირის მეშვეობით დაზიანებული არის პროექციის არეში: პრონტიტისას-შუბლზე, ჰაიმორიტისას-„ძაღლის ფოსოში“ რინიტისას-ცხვირის დაქანებაზე, ტონზილიტისას-კისერ-ყბისქვეშა არეში. აპლიკატორსა და ლეიკოპლასტის შორის რეკომენდირებულია დოლბანდის ან კომპრესის ქაღალდის ჩაფენა. აპლიკაციის ხანგძლივობა 8 საათია.

აპლიკატორის ნორმალურ ოთახის პირობებში შენახვისას, შენახვის ვადა და ექსპლუატაციის საშუალო რესურსი შეუზღუდავია. აპლიკატორის ზედაპირის გამუქება მისი შენახვის და ექსპლუატაციის დროს ნაკეთობის თვისებაზე გავლენას არ ახდენს.

სტერილიზაციისთვის სპირტის გაწმენდის გარდა, აპლიკატორის მოთავსება შეიძლება 1 საათით  სასმელ წყალში. კათიონების გამოყოფის შედეგად მიმდინარეობს ნაკეთობის გაუვნებელყოფა.
ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების გარდა სპილენძ-ვერცხლის აპლიკატორები აპრობილებულია ართრიტებისა და ნევრიტების სამკურნალოდ. მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს აპლიკატორის მტკივნეულ სახსარზე ან ჰიპერალგეზიის (მტკივნეული ადგილი) ზონაში დამაგრება  ხდება. 8-10 საათის ხანგძლივობით ყოველდღე. მკურნალობის კურსი შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე დღიდან 8 კვირამდე. გამოკვლევები ტარდებოდა შემდეგ სახსრებზე: სხივ-მაჯის, მხრის, მუხლის, კოჭ-წვივის, რადიკულიტისას  ხერხემლის სვეტის  სხვადასხვა მონაკვეთზე. ასევე სახისა და სამწვერა ნერვის ნევრიტის დროს.

ყურადღება! მოარიდეთ ბავშვები იონიზატორის პირში ჩადებას, გადაყლაპვისა და სასუნთქ გზებში მოხვედრის საშიშროების გამო.

სპილენძ-ვერცხლის აპლიკატორის საშუალებით, შესაძლებელია მერკელის მგრძნობიარე უჯრედების სტიმულაცია. ეს უჯრედები უხვად არის განლაგებული კანის მგრძნობიარე უბნებზე: ხელის გულებზე,  ფეხის ტერფების ზედაპირზე, კანის ფაქიზ უბნებზე (ე. წ. ეროგენული ზონები). მერკელის უჯრედების გაღიზიანება იწვევს ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების - ენდორფინებისა და ენკეფალინების გამოყოფას სისხლში, რომლებიც არა მარტო მნიშვნელოვნად ამაღლებენ იმუნიტეტს, არამედ დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

ექიმი ს.ა. ლასკინი გვამცნობს, შინაგანი ორგანოების შესაძლო მკურნალობას,  მეტალური დისკების დამაგრებით ზახარინ-გედის ზონებზე, რომელიც აირეკლავენ ორგანოების პროექციას ადამიანის კანის ზედაპირზე.

ცნობილია, რომ შინაგანი ორგანოების დაავადებისას, ზონებში წარმოიშვება „არეკლილი“ ტკივილები და ტკივილისა და ტემპერატურის გაძლიერებული მგრძნობელობა - ჰიპერესტეზია.

ჩვენს პრაქტიკაში იყო შემთხვევები,  სპილენძ-ვერცხლის აპლიკატორების წარმატებული გამოყენებისა ზახარინ-გედის ზონებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ორგანოს მკაფიოდ გამოხატული დაზიანებისას, დღის განმავლობაში დისკის ქვეშ წარმოიქმნება ჰიპერემიის წითელი ლაქა. გამოჯამრთელების დინამიკის მიხედვით, ლაქა თანდათანობით ქრება. ასეთი ეფექტი აღენიშნება შარდასწვეთების ანთებისას  (ზონა №5) ბრონქიალური ასთმისას (ზონა №1 ზურგის მხრიდან) და ჰაიმორიტისას („ძაღლის ფოსო“). შესაძლებელია, რომ ეს ცდა გამოდგეს არა მარტო მკურნალობისთვის, არამედ დიაგნოზისა და მისი სიმძიმის ხარისხის დასაზუსტებლად.

ზახარინ-გედის ზონების განთავსება: 1 - ფილტვები და ბრონქები; 2 - გული; 3 - კუჭ-ნაწლავი; 4 - შარდის ბუშტი; 5 - შარდსაწვეთი; 6 - თირკმელები; 7 - ღვიძლი; 8 - კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი; 9 - ღვიძლი; 10 - შარდ-სასქესო სისტემა.

Родимин Е. М. "Лечение медью и благородными металлами".

 

შემოგვიერთდით

საინტერესოა

ითარგმნება

ვინც ვერ ითმენს წაიკითხეთ

აქ!

სტატიები

ითარგმნება

ვინც ვერ ითმენს წაიკითხეთ

აქ!

 

 

 

ინტერნეტ-საიტი ატარებს განსაკუთრებულ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ოფერტს
აქ წარმოდგენილი პრეპარატის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ სათანადო ლიტერატურას ან თქვენს მკურნალ ექიმს
საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას თვითმკურნალობის შედეგებზე
info@watercure.ge
Copyright (c) 2011. Применение активированной воды в медицине