იყო ჯანმრთელი ძალიან ადვილია214-10-10

სპილენძი.

„არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ დაავადებები თავდაპირველად წარმოადგენენ მხოლოდ ფიზიოლოგიური პროცესების გადახრებს, იმისათვის რომ მოვსპოთ ავადმყოფობის ნიშნები  პირველ რიგში საჭიროა ნივთიერებათა ცვლის პირობების შექმნა. ამის მაგივრად, თანამედროვე თერაპია ანტიბიოტიკების დახმარებით ნადირობს მიკრობებზე და ამავე დროს ნერგავს „გამძლე“ მიკრობებსა და მიკოზებს. ქიმიური საწარმოებების რეკლამები ექიმებს თავზე ახვევენ ინფორმაციებს ახალი ანტიბიოტიკების უსაზღვრო რაოდენობის შესახებ, ეს უბრალოდ ფარმაცეპტიული  „ვაქხანალიაა“.  ალექსანდრე ზალმაოვი.

ეს სიტყვები, რომელიც დაიწერა 100 წლის წინ დღეს უფრო მეტად აქტუალურია. წარმოიშვა და აყვავდა ფარმაცეპტიული წარმოება, რომელიც ხელს უწყობს თავის ფინანსურ კეთილდღეობას იმით, რომ უფრო და უფრო მეტ შეკვეთებს აძლევს მეცნიერებს ახალი სამკურნალწამლო საშუალებების საძიებლად. ამასთან თანამედროვე სინთეტიკური  პრეპარატები, სამწუხაროდ არ არის დაზღვეული  უარყოფითი გვერდითი მოქმედებისაგან.
აქვეითებს იმუნიტეტს იძლევა ალერგიულ რეაქციებს, აუარესებს გენოტიპს, ხელს უწყობს  ახალი ფორმის პათოგენური მიკრობების გაჩენას. ამასთან შედარებით, მეტალების იონებით თერაპიას აქვს დიდი უპირატესობა და წარმოადგენს ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთ უპირატესად პერსპექტიულ სამკურნალო საშუალებას.
სპილენძი-სიცოცხლის მეტალია. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი სეიცავს 150-200 მგ სპილენძს. სპილენძის უმცირესი რაოდენობის ნაკლებობაც კი შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი მრავალი დაავადებების, რომლის შორისაა: ანემია, ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ვიტილიგო, გლაუკომა, კუნთების დისტროფია, იდიოპატიური ჰიპოგეიზია, იპოტენცია ლიბიდოს გარეშე, გულის იშემიური დაავადება, მიოპათია, ნევრიტი,  ოსტეოპოროზი, ფსორიაზი, შაქრიანი დიაბეტი, მენკესის სინდრომი, ორსულთა ტოქსიკოზი, ფილტვების ტუბერკულოზი, შიზოფრენია, ეგზოტიკური ატაქსია, ეპილეფსია.
ავადმყოფობის საპასუხოდ ორგანიზმი მობილიზაციას უწევს დამცავ ძალებს. ამასთან სპილენძის მოთხოვნა მატულობს, განსაკუთრებით შემდეგი დაავადებებისას: ანემია, მაანკილოზირებული სპონდილოართრიტი, ანტრალური გასტრიტი, ათეროსკლეროზი, დუოდენიტი, ავთვისებიანი დაავადებები, რაქიტი, რევმატოიდური ართრიტი, ღვიძლის ციროზი, კუჭის წყლულოვანი დაავადება.
დიდია კავშირი ორგანიზმში სპილენძის დეფიციტსა და ისეთი გავრცელებულ დაავადებებს შორის როგორიცაა: გულის იშემიური დაავადება, კიბო, შაქრიანი დიაბეტი, მიოკარდიების ინფარქტი, სიმსუქნე.
სპილენძის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობაზე. სპილენძზე მოთხოვნილება მატულობს ბავშვებში, ორსულ ქალებში, ხანდაზმულებში ასევე სტრესების დროს, მნიშვნელოვანი ფიზიკურ და გონებრივი დაძაბულობისას.
უმეტეს შემთხვევაში, პათოლოგიური პროცესების დროს ორგანიზმი ავადმყოფობას პასუხობს სისხლში სპილენძის მომატებული კონცენტრაციით. ამ შემთხვევაში გამოიყენება დეპონირებული მარაგი, იმ შემთხვევაში თუ ავადმყოფობა ხანგძლივდება ან იღებს ქრონიკულ ფორმას, მაშინ დგება სპილენძის დეფიციტი. ამისათვის საჭიროა სპილენძის შემცვლელი პრეპარატების მიღება თუ დროულად არ იქნა მიღებული ზომები, მაშინ დაავადება იწყებს პროგრესირებას.
ყურადღება:  სპილენძის შემცვლელი პრეპარატების წინააღმდეგ ჩვენებაა ვილსონ-კონოვალოვის დაავადება. ეს დაავადება განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით და მჟღავნდება ბავშვთა ადრეულ ასაკში.

 

წყარო: Родимин Е. М. "Лечение медью и благородными металлами".
ინტერნეტ-საიტი ატარებს განსაკუთრებულ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ოფერტს
აქ წარმოდგენილი პრეპარატის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ სათანადო ლიტერატურას ან თქვენს მკურნალ ექიმს
საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას თვითმკურნალობის შედეგებზე

სტატიები სპილენძზე

ითარგმნება!

ვინც ვერ ითმენს წაიკითხეტ აქ!

info@watercure.ge
Copyright (c) 2011. Применение активированной воды в медицине