კოლოიდური ვერცხლი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი214-10-10

კოლოიდური ვერცხლის სამკურნალო თვისებების შესწავლა

Быть здоровым очень легко, достаточно пить воду каждый деньვერცხლის სამკურნალო თვისებების შესწავლა დაიწყო  XIX ს–ის  მეორე ნახევარში, მას მერე, რაც 70–იან წლებში გერმანელმა გინეკოლოგმა კარლ კრედემ აღმოაჩინა აზოტმჟავა ვერცხლის 1%–იანი ხსნარის უძლიერესი ანტიგონობლენორეული ეფექტი. ამ აღმოჩენამშესაძლებელი გახადა აღმოეფხვრათ გერმანიის სამშობიარო სახლებში  ახალშობილთა თვალის ჩირქოვან–გონორეული ანთების შემთხვევები. ფაქტობრივად, ამმომენტიდან იწყება ახალი ეპოქა საშიში ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკის შესწავლაში. 1897 წ. 23 აგვისტოს გერმანელმა ქირურგმა  ბენე  კრედემ, რომელმაც გააგრძელა თავისი მამის გამოკვლევები, ექიმთა  XII საერთაშორისო ყრილობაზე  მოსკოვში, გააკეთა მოხსენება ვერცხლის პრეპარატების ფართო  გამოყენების  შესაძლებლობაზე  ჩირქოვან  ქირურგიაში და სეპტიური ინფექციების  ინტრავენური მკურნალობის დადებით შედეგებზე. მაშინ  ბ.კრედემ  ქიმიკოსებთან ერთად სამედიცინო საზოგადოებას შესთავაზა ახალი პრეპარატები,რომლებშიც შედიოდა ვერცხლი არაიონიზირებულ მდგომარეობაში: ვერცხლის მეტალის კოლოიდური ნაწილაკების  სახით (პრეპარატი კოლარგოლი) და პრეპარატი პროტარგოლი, რომელთა მოდიფიკაციებმა მედიცინაში იარსებეს 100 წელზე მეტ ხანს. განსხვავებით ადრე გამოყენებული ვერცხლის მარილებისა, მათ არ ჰქონდათ მოწვის ეფექტი. რუსეთში კოლოიდურმა ვერცხლმა ასევე მაღალი შეფასება მიიღო ექიმების მხრიდან,რამაც შესაძლებელი გახადა მისი აქტიური გამოყენება სამხედრო–საველე ქირურგიაში რუსულ–იაპონური ომის დროს  1904 წ. ვერცხლის ინტრავენური ინექციები წარმატებით გამოიყენებოდა სეპტიური ართრიტების, რევმატიზმის, რევმატიული ენდოკარდიტების, რევმატოიდული ართრიტების, ბრონქიალური ასთმის,გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტების, პნევმონიის, ჩირქოვანი სეპტიური დაავადებების, ბრუცელოზის  მკურნალობისას. პერორალურად – გასტრიტების, გასტროდუოდენალური წყლულების,ანასტომოზიტების სამკურნალოდ; გარეგანი გამოყენებით–ვენერიული დაავადებების, დამწვრობის,ჩირქოვანი ჭრილობების  სამკურნალოდ.
ვერცხლის ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, პათოგენური მიკროორგანიზმების უმრავლესობაში მდგრადობის არ ქონა,დაბალი ტოქსიურობა, ალერგიულ თვისებებზე მონაცემების არ არსებობა ლიტერატურაში, ასევე ავადმყოფების მიერ კარგი ათვისება – განაპირობებდნენ მაღალ ინტერესს ვერცხლის მიმართ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
1910 წ. ფირმა  ,,გეიდენმა“ გაანალიზა რა ვერცხლის პრაქტიკული გამოყენება მედიცინაში, გამოაქვეყნა ანოტაციური განხილვა, რომელიც მიეძღვნა  სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობის მეთოდიკას: აბსცესების, მუცლის ტიფის, შებრუნებითი ტიფის, ფილტვებისა და ცხვირის დანამატი წიაღების  ანთების,შუა ყურის ანთების,გინგივიტის, გონოკოკური სეფსისის, დიზენტერიის, კერატიტის, კონიუნქტივიტის, კეთრის, რბილი შანკრის, მასტიტის, მენინგიტის, ეპილეფსიის, პიემიის, წითელი ქარის, ციმბირის წყლულის, სიფილისური წყლულის, მწვავე რევმატიზმის, ტრაქომის, ფარინგიტის, ფურუნკულოზის, ცისტიტის, ენდოკარდიტის, ენდო–მეტრიტის, ქორეის, ეპიდიდიმიტის, რქოვანას წყლულის.
ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების აღმოჩენამ ვერცხლის პრეპარატების მიმართ ინტერესი რამდენადმე გაანელა, მაგრამ ბოლო დროს  ვერცხლის ანტიმიკრობულმა თვისებებმა კვლავ მიიქციეს ყურადღება. ეს დაკავშირებულია ანტიბაქტერიული თერაპიის ალერგიული გართულებების ზრდით, ტოქსიური მოქმედებით შინაგან ორგანოებზე და იმუნიტეტის დათრგუნვით, სასუნთქი გზების სოკოვანი დაზიანებით და ხანგრძლივი ანტიბაქტერიული თერაპიის შემდგომი დისბაქტერიოზით, ასევე მდგრადი შტამების წარმოქმნით გამოყენებული ანტიბიოტიკის მიმართ. ვერცხლის მიმართ ინტერესის კვლავ გაზრდა დაკავშირებულია  მის მოქმედებასთან ორგანიზმში,როგორც მიკროელემენტისა, რომელიც აუცილებელია ორგანოებისა და სისტემების ნორმალური  ფუნქციონირებისათვის, მის იმუნომაკორეგირებელ, ძლიერ ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებებთან.

კოლოიდური ვერცხლის იონების მოქმედების თანამედროვე კვლევები.
კოლოიდური ვერცხლის იონების თანამედროვე კვლევებმა აჩვენა,რომ მას გააჩნია გამ ოხატული თვისებები გააუვნებელყოს ყვავილის ვაქცინის ვირუსები,გრიპის ვირუსის ზოგიერთ შტამი, ენტერო– და ადენოვირუსები. ამასთანავე მათ გააჩნიათ კარგი თერაპიული ეფექტი ძაღლებში შავი ჭირისა და ვირუსული ენტერიტის მკურნალობის დროს. ამავე დროს გამოვლენილია კოლოიდური ვერცხლით თერაპიის უპირატესობა სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით.
აღინიშნება კოლოიდური ვერცხლის იონების ზემოქმედების დადებითი ეფექტი ტროფიკული წყლულის  შეხორცების სახით, რომელიც ვითარდება ქვედა კიდურებზე სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს. ვერცხლით მკურნალობის არცერთ  შემთხვევაში არ აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები.
დაიჯესტ  საიენსის მონაცემებით, ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვერცხლი კლავს ორგანიზმისთვის მავნე მიკრობებს, მათ შორის ნაწლავის ჩხირსაც.ასევე კოლოიდური ვერცხლის ხსნარი გამოყენებული იქნა ჭრილობების გადახვევისთვის, ტონზილიტების, დამწვრობისა და დაბეჟილობის  სამკურნალოდ.ყველა შემთხვევაში მიღწეული იქნა დადებითი შედეგი. ნიუ–იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ორთოპედიულ განყოფილებაში ჩაატარეს კვლევა–ვერცხლის იონების მოქმედება ოპერაციის შემდგომ ინფექციურ გართულებებზე. ჩატარებული სამუშაოს ანგარიშიდან: 14–დან 12 პაციენტთან  მკურნალობა მიჩნეულ იქნა წარმატებულად, 14–ვე  შემთხვევაში ჭრილობებში ბაქტერიული ფლორა მკვეთრად შემცირდა,რაც ნაჩვენებია კოლონიების პირდაპირი დათვლით.ვერცხლით მკურნალობის არც ერთ შემთხვევაში არასასურველი შედეგი არ გამომჟღავნებულა. აშშ–ში დამწვრობის შემთხვევათა 70% მკურნალობენ ვერცხლის შენაერთებით. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მგზავრების ინფექციებისგან, როგორიც არის დიზენტერია, დაცვის მიზნით მსოფლიოს ნახევარზე მეტი ავიაკომპანიები იყენებენ ვერცხლით დამუშავებულ წყალს. მრავალ ქვეყანაში კოლოიდური ვერცხლის იონებს იყენებენ აუზების წყლის დეზინფექციისათვის. ვერცხლის ფილტრებს წყლისთვის სახლებსა და ოფისებში ფართოდ იყენებენ შვეიცარიაში.საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იყენებენ მხოლოდ ვერცხლის იონებიან წყალს.  

კოლოიდური ვერცხლის (ვერცხლიანი წყლის) გამოყენება მედიცინაში

ყელყურცხვირის დაავადებები: გრიპი, მწვავე რესპირატურული დაავადებები (ინფექციური ბუნების რინიტები,ფარინგიტები); ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობები; ანგინა.
პირის ღრუს ყველა სახის ანთება: პარადონტოზი, გინგივიტი, სტომატიტი.
ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, განსაკუთრებით ჩირქოვანი ნახველით მიმდინარე; პნევმონიები; ბრონქოექტაზიები; მუკოვისციდოზი.
კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ქრ.გასტრიტი; კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლული; ქრ.კოლიტი; არაკალკულოზური ქოლეცისტიტი.
ვერცხლის (ვერცხლიანი წყლის) გარეგანი გამოყენება: ჩირქოვანი ჭრილობები; კანის ჩირქოვანი დაავადებები; დამწვრობა; დერმატოზები; ეგზემა; ვულვოვაგინიტები; ბუასილი.
ვერცხლის (ვერცხლიანი წყლის) გარეგანი გამოყენება: ბავშვების საბანაო წყლის დეზინფექცია; დერმატოზები; ეგზემა ბავშვებში; დამწვრობები.
ვერცხლის (ვერცხლიანი წყლის ) გამოყენება ოჯახებში: სასმელების, წვენების, კომპო–ტების კონსერვირება; ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო რაიონებში წყლის გაუვნებელყოფა. დათესვის წინ (23 სთ.) მარცვლების დასალბობად. ოთახის ყვავილების მოსარწყავად (მიწის მიკროორგანიზმებისა, სოკოსა და ობისაგან გაუვნებელყოფის მიზნით). რეკომენდირებულია მორწყვა ერთი კვირის განმავლობაში 23 კვირიანი ინტერვალით. მოჭრილი ყვავილების (ლარნაკში) 23 კვირამდე შენახვისათვის. ბოსტნეულის, ხილის, ჭურჭლის დეზინფექციისათვის. თეთრეულის (23 საათიანი ჩალბობით), ნიჟარების, აბაზანების, სან–კვანძების დეზინფექციისათვის.

წყარო: www.nazdorovye.ru
http://astets.blogspot.com

შემოგვიერთდით

ინტერნეტ-საიტი ატარებს განსაკუთრებულ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ოფერტს
აქ წარმოდგენილი პრეპარატის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ სათანადო ლიტერატურას ან თქვენს მკურნალ ექიმს
საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას თვითმკურნალობის შედეგებზე
info@watercure.ge
Copyright (c) 2011. Применение активированной воды в медицине