აქტივირებული წყალი214-10-10

წყალი - სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირი...

Быть здоровым очень легко, достаточно пить воду каждый день

სიცოცხლის ხალისი, კარგი გუნება-განწყობილება, მბრწყინავი თვალები, გლუვი და სუფთა კანი - ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წყლის წყალობაა. წყალი ყველგან არის: ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში. წყალს ვკარგავთ არა მარტო ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას. ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი და დავიცვათ წყლის ბალანსი.

ჩვენი ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს. უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენ და როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ.
წყალი მაშინ კი არ უნდა დავლიოთ, როცა მოგვწყურდება, წყურვილის შეგრძნებამდე კარგა ხნით ადრე, რადგან წყურვილი მიანიშნებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, რის დაშვებაც არ შეიძლება, ამ დროს ჩნდება გაუწყლოების სიმპტომები: დაღლილობის შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების, ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შეკრულობა, დისბაქტერიოზი).

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, სვით ბევრი წყალი (დღეში არანაკლებ  2-2,5ლ) და სწრაფად შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სასიკეთოდ თქვენი მდგომარეობა. წყლით შეიძლება ბევრი დაავადების განკურნება. რაც შეეხება ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს, წვნიანს, ხილსა და ბოსტნეულს - ეს ყველაფერი დამატებაა იმ 2-2,5 ლ წყლისა, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. მცენარეული ჩაიც კი არ შედის ამ 2ლ-ში. ვერც ერთი სითხე ვერ ცვლის წყალს, პირიქით, მათი მიღების შემდეგაც უნდა დალიოთ წყალი.
მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება ადვილად უჯრედებში, ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას. სვით გრილი წყალი, რადგან მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დილით დალიეთ 1 ჭიქა წყალი - ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.

ყოველი ჭამის წინ ერთი საათით ადრე ან საათის შემდეგ დალიეთ 100-200 მლ წყალი. არ დაუშვათ, რომ წყალი მოგწყურდეთ, სვით 1-2 ყლუპებად წყალი დღის განმავლობაში.

წყალი არა მარტო ასუფთავებს ორგანიზმს, არამედ გვკურნავს კიდეც. უძველესი დროიდან როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ მედიცინაში იყენებდნენ სამკურნალოდ ვერცხლის და ნადნობ წყალს. ვერცხლის იონებით გამდიდრებულ ვერცხლისწყალს აქვს ანთებსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, კლავს ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს, ამაღლებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ვერცხლისწყლით მკურნალობენ გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში ანთებით დაავადებებს, შველის ალერგიული წარმომავლობის კანის დაავადებებს: ეგზემას, დერმატიტს, ჭინჭრის ციებას, ასევე თერმულ დამწვრობას.

ნადნობი წყალიც (გამდნარი ყინული) ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას და ამსუბუქებს თრომბოზისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიმდინარეობას.

სახლის პირობებში შეგიძლიათ მიიღოთ ნადნობი წყალი: ნებისმიერ ჭურჭელში გაყინეთ გაფილტრული ჩვეულებრივი წყალი. ამოამტვრიეთ გაყინული წყალი, ხოლო გაუყინავი - გადაღვარეთ. ყინული გაადნეთ - ეს არის ნადნობი წყალი, რომელიც უნდა დალიოთ. მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში იყინება მარილებისა და სხვა ნაერთებისაგან თავისუფალი სუფთა წყალი.

პროფილაქტიკის მიზნით სვით ნადნობი წყალი მშიერ კუჭზე დღეში რამდენჯერმე.
სხვათა შორის, ცნობილია, რომ დედამიწის მოსახლეობის 90% განიცდის გაუწყლოებას.
ძილის დროს ვკარგავთ იმდენივე წყალს, რამდენსაც დღისით. ჩვენი სისხლი შედგება 90% წყლისაგან, კუჭის წვენი კი 99%-ისგან.

ცივ ამინდშიც იმავე რაოდენობის წყალი გვჭირდება, რამდენიც სიცხეში.


შემოგვიერთდით

ინტერნეტ-საიტი ატარებს განსაკუთრებულ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ოფერტს
აქ წარმოდგენილი პრეპარატის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ სათანადო ლიტერატურას ან თქვენს მკურნალ ექიმს
საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას თვითმკურნალობის შედეგებზე
info@watercure.ge
Copyright (c) 2011. Применение активированной воды в медицине